ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს და ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" [კომპანიას] უფლებას, რომ თქვენი დამატებითი თანხმობის გარეშე, მესამე პირებთან გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია;

ეთანხმებით, რომ, მათ შორის, თქვენ მიერ მითითებულ ინფორმაციაში რაიმე უზუსტობის/სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას თქვენს დასაქმებაზე;

ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს ამ განაცხადში თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები;

ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ კომპანიას უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, წინამდებარე განაცხადში თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშოს თქვენი დასტურის თარიღიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით;